მოგესალმებით ყველას ვინც ეწვიეთ ამ ვებ გვერდს.
უპირველეს ყოვლისა შეგახსენებთ, რომ ჩვენი ცხოვრება აღსავსეა დაუვიწყარი მოვლენებით, რაც ხშირად დავიწყებას მიეცემა ხოლმე, ერთ-ერთი ღირშესანიშნავი და დაუვიწყარი ფაქტი კი გახლავთ ქორწილი, რითაც საფუძველი ეყრება ჩვენი ცხოვრების უმნიშვნელოვანეს ნაწილს, მომავალს...
სწორედ ამ ღირშესანიშნავი მოვლენის დაფიქსირებაში, დაუვიწყარი მომენტების ასახვასა და დამონტაჟებაში დაგეხმარებათ DATI-STUDIO, სადაც მუშაობენ არა თვითნასწავლი ოპერატორები , ფოტოგრაფები და ვიდეო მემონტაჟეები, არამედ პროფესიონალები, რომელთა ნამუშევრებსაც თქვენ ყოველდღიურად თვალს ადევნებთ ჩვენი ტელე არხების საშუალებით 1990 წლიდან.
და ეს ყოველივე საწინდარია იმისა რათა ხარისხიანი და მაღალ პროფესიულ დონეზე დამუშავებული, გადაღებული მასალისგან მთელი სიცოცხლის განმავლობაში გაიხსენოთ და დატკბეთ თქვენი ცხოვრების დაუვიწყარი წუთებით.
ვიდეო გადაღება ხდება პროფესიული ციფრული (HDV, MINIDV) ვიდეო კამერებითა და ფოტო აპარატებით, შემდგომი მონტაჟი კი ხდება ციფრულ სამონტაჯოებზე , კომპიუტერით.... დამონტაჯებული მასალა თქვენი სურვილისამებრ გადადის ვიდეო კასეტაზე ან DVD დისკზე. სტუდია საჩუქრად გაძლევთ დამონტაჯებული მასალის DVD კოპიას რათა თავიდან ავიცილოთ მრავალჯერადი მოხმარება ორიგინალი დისკისა.
გარდა ვიდეო გადაღებისა და მომსახურებისა სტუდია გთავაზობთ წინასწარ დაჯავშნოთ რესტორნები , შეუკვეთოთ საქორწილო ლიმუზინი, აგრეთვე ჩამოასხმევინოთ სადღესასწაულოდ კონიაკი ან შამპანური რომლის ეტიკეტზეც იქნება აღნიშნული სადღესასწაულო დღის თარიღი და მიზეზი, ისე რომ მწარმოებლის ლოგოტიპი არ იქნება შეცვლილი, დაგიმზადებთ მოსაწვევ და სავიზიტო ბარათებს, ჩვენი სტუდიის დახმარებით შინიდან გაუსვლელად შეგიძლიათ შეარჩიოთ საქორწილო თაიგული, საქორწილო კაბა , საქორწილო ვარცხნილობისთვის სალონი, შეუკვეთოთ ტორტი.
ყოველივე ამის შესახებ თქვენ შეგიძლიან საკუთრივ მიიღოთ ინფორმაცია საიტის მენიუსგან.
გისურვებთ წარმატებებს პირად ცხოვრებაში და საქმიანობაში !